Tuesday, June 2, 2020


გაყიდვების სამკუთხედი





გაყიდვების 3 ძირითადი ელემენტის ილუსტრირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ტოლფერდა სამკუთხედი:

 ერთ მხარეს წარმოვადგინოთ  ინფორმაცია პროდუქტის შესახებ;

 მეორე მხარეს  გამოვსახოთ გაყიდვების ტაქტიკა და სტრატეგიები - პერსონალური უნარები.

 მესამე მხარეს - სამკუთხედის ფუძეზე - წარმოვადგინოთ დამოკიდებულება,  , ენთუზიაზმი და მიზნები.

გაყიდვების სამკუთხედის სამივე მხარე ერთნაირად მნიშვნელოვანია..
თუ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა პროდუქტების ცოდნა, მაშინ ტექნიკური დიზაინერები, მწარმოებლები და შემქმნელები საუკეთესო გამყიდველები გახდებოდნენ, ეს ადამიანები ხომ უმეტეს შემთხვევასში ძირფესვიანად იცნობენ პროდუქტს, მაგრამ ისინი სანამ არგაიუმჯობესებენ გაყიდვების უნარებს, სანამ არ მიხვდებიან, გაყიდვების სფეროში რა აუცილებელ როლს თამაშობს დამოკიდებულება, მათი მიდგომა ძირითადად (99 %-ით) იქნება მხოლოდ პროდუქტის აღწერილობა და მხოლოდ 1 % -ით იქნება დაკავშირებული პროდუქტი ინდივიდუალური კლიენტების საჭიროებასთან, რაც პროდუქტის გაყიდვას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

 გაყიდვების თუნდაც საუკეთსო უნარით, მაგრამ ინფორმაციის და ენთუზიაზმის გარეშე გაყიდვების სფეროში მაინც და მაინც შორს ვერ წახვალთ.რაც არ უნდა კომფორტულად გრძნობდეთ თავს კლიენტთან საუბრისას და ტავში უამრავი პოზიტიური იდეები მოგდიოდეთ , თქვენი წარმატება ვერ იქნება სრულყოფილი, მანამ სანამ ნათლად არ წარმოიდგენთ, რა შეუძლია თქვენს პროდუქტს, სერვისს ან იდეას კლიენტისთვის.

  რაც არუნდა აღფრთოვანდეთ გაყიდვის პროცესით და როგორც არ უნდა თვლიდეთ, რომ ძალიან კარგად გამოგდით ის, თუ ცოტა რამ იცით , მისი ტაქტიკის და სტრატეგიების შესახებ, თქვენი ენთუზიაზმი თუმცა კი კარს ხმაურით გააღებს , მაგრამ შესაძლოა დახურვისას კარში " თითიც კი მოგყვეთ", პროდუქტის რეკლამირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაყიდვის ტექნიკას.

 თუკი არ წარმოიდგენთ სამკუთხედის თითოეული გვერდის მნიშვნელობას  მოსალოდნელია ამ სფეროში კრახი განიცადოთ, რადგანაც ვერ მოახერხებთ სრულად რეალიზება გაუკეთოთ საკუთარ პოტენციალს, შესაძლოა კლიენტებს იმედი გაუცრუოთ, ისინი ხომ კომპეტენტურ ადამიანთან ურთიერთობას ელიან.

 თუ ნამდვილად გსურთ სამომავლოდ გაყიდვების სფეროში წარმატებული იყოთ და შესაბამისი ჯილდოც დაიმსახუროთ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რათა აქ წარმოდგენილი გაყიდვების სამივე სფერო განავითაროთ!